პროექტები
იმიტირებული სასამართლო

 

„იმიტირებული სასამართლო"

 სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე X კლასის  მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, დაეგეგმათ იმიტირებული სასამართლო, ვინაიდან XXI საუკუნეში აქტუალურია სასამართლო სისტემა, მისი რეფორმირება, ფუნქცია და მუშაობა. ვფიქრობთ, რომ მოქალაქემ აუცილებლად უნდა იცოდეს ამ ორგანოს შესახებ. სწორედ სამოქალაქო განათლება აძლევს მოსწავლეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  სასამართლო ქვეყნის მესამე ხელისუფალია, სწორედ ამიტომ ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლადაა მიჩნეული.

თავდაპირველად მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რომელ დანაშაულზე შეეძლოთ აეგოთ სასამართლო პროცესი. ყველა შეთანხმდა, რომ ეს იქნებოდა დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსიდან. ამ შემთხვევაში „უპირატესობა მიანიჭეს" სერიულ დანაშაულს.

ბავშვებმა გაინაწილეს როლები და შეუდგნენ მუშაობას. ეს პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ცოდნა გაუღრმავდათ ამა თუ იმ ფაქტის მიმართ. გამოიყენეს დამხმარე ლიტერატურა:„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი", ჯურნალი „მეოხი"- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, იურიდიული ინტერნეტ მასალა, წიგნი „სამართალექსპერტიზა". აგრეთვე, ბავშვებმა თავად შექმნეს ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც გამოიყენეს სასამართლო პროცესზე. როგორც მტკიცებულობა, გამოიყენეს თანამედროვე საქალაქო სასამარქლოს სქემა, იღებდნენ რჩევებსა და რეკომენდაციებს კომეტენტური პირებისაგან. ბავშვებმა საზოგადოებას წარუდგინეს პროცესი, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებული იყო რეალურთან, რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა სკოლაში. კიდევ ერთხელ გამართლა გუნდური მუშაობის პრინციპი.

 



 
გალერეა
ფეისბუქი
პროექტები
პარტნიორები
 
 
Created By